მიხეილ სააკაშვილი – ალეკო ელისაშვილს, როგორც „ქოცების“ იაფფასიანი შურისძიების მსხვერპლს, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ – პოლიციელები, რომლებიც ალეკოს ურტყამდნენ, იქცეოდნენ როგორც ნამდვილი კრიმინალები

ალეკო ელისაშვილს, როგორც „ქოცების“ იაფფასიანი შურისძიების მსხვერპლს, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ, – ამის შესახებ საქართველო მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, თავად ალეკო ელისაშვილს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობა არასდროს ემეტება.
„ალეკო ელისაშვილს ჩემ მიმართ რაიმე სახის სოლიდარობა არასდროს ემეტება. მიუხედავად ამისა, მას, როგორც „ქოცების“ იაფფასიანი შურისძიების მსხვერპლს, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ!
ამ ეპიზოდში ყველაზე ამაზრზენი იყო ის, რომ პოლიციელები, რომლებიც ალეკოს კანცელარიასთან ურტყამდნენ, იქცეოდნენ როგორც ნამდვილი კრიმინალები.
დანაშაულებრივი რეჟიმი აუცილებლად დასრულდება!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან