პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, , საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
პარტია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, სხვადასხვა სფეროში, შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე, საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
„ირაკლი ღარიბაშვილმა პაველ ჰერჩინსკის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში გაწეული ძალისხმევისთვის და ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამუნა კეკენაძე: დიუშენის მქონე ბავშვების პრობლემებს გავყვებით ბოლომდე, რომ ეს არ იყოს მორიგი მოტყუება, როგორიც ფასების შემცირების კუთხით ჰქონდათ – პრემიერი მალე მოდის პარლამენტში და დარწმუნებული ვარ, ამისთვისაც უნდოდა ე.წ. პოზიტიური იმიჯის შექმნა