ადვოკატი – მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მხარეებისთვის გადასაცემად 14 სამუშაო დღე აიღო

მოსამართლემ ს საქმეზე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მხარეებისთვის გადასაცემად 14 სამუშაო დღე აიღო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა, თათია მანიჟაშვილმა განუცხადა, მიზეზად მოსამართლემ საქმეში არსებული მრავალი ტომი დაასახელა.
ამასთან, აღნიშნა, რომ 14-დღიანი ვადის ათვლა, 12 აპრილიდან დაიწყო.
ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კი აღნიშნა, რომ ის ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება – მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით