ჯანდაცვის სამინისტრომ ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო. სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს და ონკოლოგიურ პაციენტთა სრულ საჭიროებებს დაფარავს.
ჯანდაცვის სამინისტროსა და მედიკამენტების მწარმოებელ კომპანია “როშეს” შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან სახელმწიფო ონკოლოგიურ პაციენტს მკურნალობის კურსს სრულად დაუფინანსებს.
“ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ონკოლოგიურ მედიკამენტებზე შედგა შეთანხმება სახელმწიფოსა და ერთ-ერთ უდიდეს შვეიცარიულ მწარმოებელს კომპანია “როშესთან” და ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან მომავალი წლიდან ონკოლოგიურ პაციენტებს, როგორც ავიღეთ პასუხისმგებლობა და ვალდებულება სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს მთელი წლის მკურნალობის კურს.
ჩვენ, ასევე ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება და მომავალი წლიდან ონკოლოგიური პაციენტებისთვის გვექნება სპეციალური დიაგნოსტიკის პაკეტი, ამ შემთხვევაში სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს ადრეულ დიაგნოსტიკას”, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის , ჰეიდი გრაუს განცხადებით ეს ძალიან ინოვაციური მომენტია, საქართველოს სამედიცინო ისტორიაში.
“ეს ძალიან ინოვაციური მომენტია, საქართველოს სამედიცინო ისტორიაში. ამ პროგრამით, საქართველოს მთავრობა და კომპანია “როში”, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე პაციენტების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ. პრეპარატების ღირებულებას, სახელმწიფო აანაზღაურებს და შესაბამისად პაციენტი ფინანსური რისკის წინაშე არ იდგება”, – განაცხადა ჰეიდი გრაუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება

სახელმწიფოს შემეცნება და ქართული ოჯახური კულტურა – სწორედ ამ ფასეულობების წართმევა სურთ, რადგან იციან, რომ „ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა”, ძლიერი სახელმწიფოს წაქცევა კი – შეუძლებელი!

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ინტერესებთან დაკავშირებით