გრიბოედოვის თეატრში ბაიარ შაჰინისა და „სამიდას“ ხალხური და საესტრადო სიმღერის კონცერტი გაიმართება

20 აპრილს, 18:00 საათზე, გრიბოედოვის თეატრში ბაიარ შაჰინისა და „სამიდას“ ხალხური და საესტრადო სიმღერის კონცერტი გაიმართება.
საღამოზე შესრულდება ქართული და თურქული ტრადიციული სიმღერების ხალხური და საესტრადო ვარიანტები.
ანსამბლი „სამიდა“ 2016 წელს გამოჩენილი ხელოვანის და მუსიკოსის, ბაიარ შაჰინის ქალიშვილებმა, იუდუმ, დამლა და თამარა შაჰინებმა დააარსეს.
დების მთავარი მიზანი ქართული სიმღერისათვის დამახასიათებელი მრავალხმიანობის თურქულ ხალხურ სიმღერებში გამოყენება და ქართული სიმღერის პოპულარიზებაა; ასევე, ქმნიან ახალ სიმღერებს. იუდუმ შაჰინი უკრავს გიტარაზე, ჩელოსა და ფანდურზე, დამლა – სალამურზე ფლეიტასა და დუდუკზე, თამარი კი – ვიოლინოზე.
ანსამბლ „სამიდის“ რეპერტუარი ძირითადად შედგება ქართული სიმღერებით. გამოცემული აქვთ რამდენიმე ალბომი.
ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო ორგანიზაცია “სახალხო დიპლომატია”. ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი ტრამპის წერილზე – ამ ფაქტის არც დრამატიზება გვარგია და არც გაუბრალოება – თუ სტატუს-კვო შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული ურთიერთობის ნორმალიზება ტრამპის სტილში მოხდეს და არა იმდენად დემოკრატიული, არამედ სტაბილური პარტნიორი არჩიოს