სუს-ი – 2023 წელს, უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან სხვადასხვა ფორმით დახმარების გაწევის ფაქტები ფიქსირდებოდა – საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებდა ე.წ. მოხალისეებსაც

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან სხვადასხვა ფორმით დახმარების გაწევის ფაქტები ფიქსირდებოდა.
სუს-ის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, რუსეთ-უკრაინის ომის, მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო წვრთნები მიმდინარეობდა.
ასევე, რუსეთ-უკრაინის ომში საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ე.წ. მოხალისეებსაც.
„რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული ს საოკუპაციო ძალა, გასული წლების მსგავსად, კვლავ აქტიურად ახორციელებდა, უკანონო სამხედრო აქტივობას, მათ შორის უკანონო სამხედრო წვრთნებსა და პირადი შემადგენლობის როტაციას. რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზების პირადი შემადგენლობის ნაწილი ჩართული იყო რუსეთ-უკრაინის ომში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღნიშნული დანაყოფებისთვის სხვადასხვა მასშტაბის ათეულობით სამხედრო სწავლება ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომში საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ე.წ. მოხალისეებსაც. უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში ფიქსირდებოდა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან სხვადასხვა ფორმით დახმარების გაწევის ფაქტები, ასევე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ვიზიტები”, -წერია საქართველოს პარლამენტში სუს-ის მიერ გაგზავნილ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 2023 წლეს აჯამებს.
სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და მისი თანმდევი პროცესები წარმოადგენდა.
„იმავდროულად საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ აქტიურად მიმდინარეობდა ოკუპაციის, როგორც ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენება. საოკუპაციო ძალისა და რეჟიმების წარმომადგენლების მიერ გრძელდებოდა უკანონო დაკავებები, ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი და უსაფრთხოების გარემოს დამაზიანებელი სხვა აქტივობები”, -ნათქვამია ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – პარტნიორების შეფასებები ძალიან მძიმე იყო – ერთ-ერთი კოლეგისგან პირდაპირ ითქვა, რომ თუ “ქართული ოცნება“ ზეწოლასა და რუსული გავლენის გააქტიურებას გააგრძელებს, საქართველო ბელარუსი გახდება