ისრაელ-„ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორი მიმართულებით, მაგრამ გაცილებით მეტის გაკეთებაა საჭირო – ანტონიო გუტერეში

ისრაელ-„ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორი მიმართულებით, მაგრამ გაცილებით მეტის გაკეთებაა საჭირო, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.
„მივესალმები შეთანხმებას, რომელსაც „ჰამასმა“ და ისრაელმა მიაღწიეს, კატარის შუამავლობითა და ეგვიპტისა და აშშ-ის მხარდაჭერით. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორი მიმართულებით, მაგრამ გაცილებით მეტის გაკეთებაა საჭირო“, – განაცხადა გუტერეშმა.
ისრაელი 50 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, 4-დღიან ზავს დათანხმდა. შეთანხმების მიხედვით, „ჰამასი“ 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილ 50 ისრაელელს, მხოლოდ სამოქალაქო პირებს – ქალებსა და ბავშვებს გაათავისუფლებს. სანაცვლოდ ისრაელი ღაზის სექტორში ცეცხლის 4 დღით შეწყვეტას დათანხმდა, პარალელურად კი, ციხიდან 150 -მდე პალესტინელ პატიმარს, ძირითადად ქალებსა და მოზარდებს გაათავისუფლებს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში