პუტინმა 2024 წელი რუსეთში ოჯახის წლად გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაციაში მომავალი წელი ოჯახის წლად გამოცხადდა. დოკუმენტი ოფიციალურ იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა.
„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სახელმწიფო პოლიტიკის პოპულარიზაციაზე ოჯახის დაცვისა და ტრადიციული ოჯახური ღირებულებების შენარჩუნების სფეროში. რუსეთის ფედერაციის მთავრობას დაევალა 27 დეკემბრამდე შექმნას შესაბამისი საორგანიზაციო კომიტეტი და დაამტკიცოს წლის სამოქმედო გეგმა“, – წერს რუსული მედია.
როგორც რუსული მედია წერს, ოჯახის წელი პირველად რუსეთში 2008 წელს გამოაცხადეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში