ლელოს წევრი, ირაკლი კუპრაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს, ხოლო მისი საქმის განხილვა გადაიდო.
კუპრაძე 16 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დარბევის დროს დააკავეს.
მედიასთან გაკეთებული კომენტარის დროს, კუპრაძემ აღნიშნა, რომ მისი დაკავება მოხდა უსაფუძვლოდ, როდესაც ის ეხმარებოდა ძირს დაგდებულ ადამიანს, რომელსაც პოლიციელები ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
“ეს იყო სასტიკი დარბევა, რა დროსაც, ადამიანის მიშველების მიზნით, რომელსაც ძირს დაგდებულს ურტყამდნენ, სრულიად უმიზეზოდ დამაკავეს. სასტიკი მოპყრობა, ცემა, სახეში რტყმა. ეს იყო უმძიმესი დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სახელმწიფომ ქართული ოცნებისა და კერძოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებით” – ამბობს კუპრაძე.