კიევი: „სკვითების ოქროს“ კოლექცია ნიდერლანდიდან უკრაინაში დაბრუნდება

„სკვითების ოქროს“ კოლექცია ნიდერლანდიდან უკრაინაში დაბრუნდება. ამის შესახებ უკრაინის კულტურის სამინისტრო იტყობინება.
უკრაინის კულტურის სამინისტრო და ალარდ პირსონის მუზეუმი შეთანხმდნენ ყირიმის ოთხი მუზეუმის ექსპონატების დაბრუნებაზე. ორ ათასზე მეტი ნივთის კოლექცია გამოიფინა გამოფენაზე „ყირიმი – ოქრო და შავი ზღვის საიდუმლოებები“, რომელიც ამსტერდამში ჩატარდა 2014 წლის თებერვლიდან აგვისტომდე. ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთი დაჟინებით მოითხოვდა კოლექციის მისთვის დაბრუნებას, უკრაინამ ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა.
უკრაინის კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა მუზეუმს კოლექციის ცხრა წლის განმავლობაში შენახვისთვის, ასევე ნიდერლანდის გადაწყვეტილებისთვის, რომ კიევს არ დააკისროს სამუზეუმო ექსპონატების შენახვის ხარჯები.
ამსტერდამის სააპელაციო სასამართლომ „სკვითების ოქროს“ უკრაინაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2021 წლის ოქტომბერში მიიღო. ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა მას უწოდა „ლეღვის ფოთოლი, რომელიც ფარავს რეიდერულ ხელში ჩაგდებას“. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კმაყოფილია ამ გადაწყვეტილებით. „ჩვენ ყოველთვის ვიბრუნებთ იმას, რაც ჩვენია. ჩვენ დავაბრუნეთ ‘სკვითების ოქრო’, დავიბრუნებთ ყირიმსაც“, – წერდა ის მაშინ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში