პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
“ჩემო” პრემიერო, როგორ გაიგნორებენ თქვენი თანაგუნდელი დეპუტატები ფაქტობრივად, თავზე გაზიან, თქვენს წიგნს არ კითხულობენ და თეთრზე შავით რაც დაწერეთ არ გეთანხმებიან ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze
რუსული კანონი იქნება ანტიკონსტიტუციური არა მხოლოდ 78-ე მუხლის უგულვებელყოფის გამო, არამედ – კონსტიტუციის პრეამბულის “გადახევის” და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დარღვევის გამოც თუ წიგნები არ გაქვთ და თუ ჩემი არ გჯერათ დეპუტატებო, თქვენს ირაკლის კითხეთ კობახიძეს… რას ვკითხულობთ კონსტიტუციის პრეამბულაში “ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა…” რას არღვევენ ქოცი დეპუტატები და აღმასრულებელი მთავრობა: ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს არ გვაძლევთ საშუალებას, ვიცხოვროთ დემოკრატიულ წესწყობილებაში. ქვეყანაში არ არის ეკონომიკური თავისუფლება, არ გვაქვს არც სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, თავზე გვახევთ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. ხელს გვიშლით ადამიანის ძირითად უფლებათა სარგებლობაში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა კი საერთოდ უცხო ხილი გახადეთ ოლიგარიულ რეჟიმში. რაც შეეხება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დარღვევას – მინიმუმ სამი პრინციპი სრულად უგულვებელყოფილია საქართველოს მთავრობის და უმრავლესობის მიერ
უშუალოდ 78-ე მუხლი ხომ არც კი “წერია” ქოცთა კონსტიტუციაში საქართველოს პარლამენტი