კახა ოქრიაშვილი – საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს ჩვენ, ყველა ქართველი, ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით, ანუ საქართველოში ევროპულად, ე.ი. დაცულად, მშვიდად და უზრუნველყოფილად ცხოვრების გავლენის აგენტები გამოვდივართ. ასე ვფიქრობთ პრაქტიკულად მთელი ერთი – 95 %-მდე ქართველი.
და საერთოდ რა შუაშია „ოცნება“ ?! ხელისუფლება არაფერ შუაშია, რადგან ამ ქმედებებით ის პოლიტიკურ ოფსაიდშია, რაც 2024 წლის არჩევნებში გარდაუვლად გაფორმდება!“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ