“ანჯელინა ჯოლის ტუჩიც მოვიპოვე ბრძოლით” – ალეკო ელისაშვილის თქმით, მას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ

“მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის” ლი­დე­რი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ გუ­შინ აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მას ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

რო­გორც ამ­ბობს, და­ზი­ა­ნე­ბე­ბის გამო ის გვი­ა­ნო­ბამ­დე ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

“უშუ­ა­ლოდ ვაჟა სი­რა­ძის მი­თი­თე­ბით რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ცი­ელ­მა შე­მათ­რია, ამ შეთ­რე­ვის დროს წა­ვი­ქე­ცი და დაგ­დე­ბულს მირ­ტყამ­დნენ გა­მე­ტე­ბით. შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით გა­და­მიყ­ვა­ნეს დი­დუ­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, იქ ადა­მი­ა­ნუ­რი გა­რე­მო იყო. შემ­დეგ მო­ვე­დი კლი­ნი­კა­ში და აღ­მოჩ­ნდა, რომ ერთი ნეკ­ნი მაქვს მო­ტე­ხი­ლი. ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის ტუ­ჩიც მო­ვი­პო­ვე ბრძო­ლით” – ამ­ბობს ელი­საშ­ვი­ლი “ფორ­მუ­ლას­თან”.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბის წინ „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერს, ალე­კო ელი­საშ­ვილ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა იყო. ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა რამ­დენ­ჯერ­მე პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნის გარ­ღვე­ვა სცა­და, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც მას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა არ მის­ცეს. სა­ბო­ლო­ოდ, ელი­საშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ამ ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­იყ­ვა­ნა. რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა აღ­ნიშ­ნეს, ვი­ნა­ი­დან ელი­საშ­ვი­ლი დე­პუ­ტა­ტია, მას ვერ და­ა­კა­ვე­ბენ, ამი­ტომ მისი ტე­რი­ტო­რი­ი­დან გან­რი­დე­ბა მოხ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აქ­ცი­ის – “არა რუ­სულ კა­ნონს” მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მიერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნონპ­რო­ექ­ტის გაწ­ვე­ვის­თვის მი­ცე­მუ­ლი 1 – სა­ა­თი­ა­ნი ვადა ამო­ი­წუ­რა, რის შემ­დე­გაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან გა­და­ი­ნაც­ვლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გვაქვს საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ, ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ – მალე, გაერთიანებული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად