ამერიკელების 45% მიიჩნევს, რომ აშშ უკრაინაზე ძალიან დიდ თანხას ხარჯავს – Associated Press

აშშ-ის მოქალაქეების თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ ქვეყანა უკრაინის დახმარებაზე ძალიან ბევრს ხარჯავს, – ამის შესახებ უკრაინული მედია Associated Press-ზე დაყრდნობით წერს.
ამავდროულად, სოციოლოგები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ აშშ-ის მოქალაქეებს შორის უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგეები შემცირდა.
გამოკითხული ამერიკელების 45% ახლა ფიქრობს, რომ აშშ-ის მთავრობა ძალიან ბევრს ხარჯავს უკრაინის დასახმარებლად რუსეთის წინააღმდეგ ომში, ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 52% იყო.
გამოკითხულთა კიდევ 38% აცხადებს, რომ აშშ-ის დახმარების დონე ისეთია, როგორიც უნდა იყოს. 14% კი ამბობს, რომ აშშ-მა უკრაინის დახმარებაზე კიდევ უფრო მეტი უნდა დახარჯოს.
ამერიკელი მოზარდების ნახევარი შეშფოთებულია, რომ რუსეთის გავლენა პირდაპირ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს. დემოკრატები (53%) და რესპუბლიკელები (51%) თანაბრად შეშფოთებულნი არიან რუსეთის მთავრობის ქმედებებით.
მოქალაქეების დაახლოებით ნახევარი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას უჭერს მხარს (57% დემოკრატებში, 42% რესპუბლიკელებში). 10-იდან დაახლოებით 4 მხარს უჭერს სახელმწიფო სახსრების პირდაპირ უკრაინაში მიმართვას (54% დემოკრატებში, 24% რესპუბლიკელებში).

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ