“ძალოვანებს ვეუბნები, როდესაც ხალხს უპირისპირდებიან, სჩადან დანაშაულს” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, , რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე იმყოფება, ტვ პირველთან, ამბობს:
მათ უზურპირებული აქვთ ძალაუფლება, ხელისუფლება უზურპატორია, მათ ლეგიტიმატია დაკარგეს. შენ როცა წერ კონსტიტუციაში, რომ ევროკავშირში გინდა ცხოვრება, ის გეუბნება, ჩვენ სახლში თუ გინდა ცხოვრება, ეს წესებია და შენ ეუბნები, რომ ფეხებზე მკიდია შენი წესები, ეს ნიშნავს რომ არღვევ იმ მოთხოვნას, რაც დაგიწესა ხალხმა. ეს ხელისუფლება თავისით ხომ არ მოსულა, ხალხმა მისცა მანდატი, კონსტიტუციის ფრაგლებში, დაარღვიეს კონსტიტუცია? – შესაბამისად, ეს უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო გადატრიალებად. ძალოვანებს ვეუბნები განსაკუთრებით, ისინი ახლა ემსახურებიან არალეგიტიმურ ხელისუფლებას, როდესაც ხალხს უპირისპირდებიან, უპირისპირდებიან მძიმე ფორმებით, ისინი სჩადან დანაშაულს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია