პესკოვი: პროტესტი თბილისში ქვეყნის გარედანაა წაქეზებული

ე.წ. აგენტების კანონს თბილისში აპროტესტებენ იმისთვის, რათა გააძლიერონ “ანტირუსული განწყობები”, – თქვა ს პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
“სათუოა, მათი [საპროტესტო აქციების] იმპულსი ქვეყნის შიგნიდან მოდიოდეს,” – უთხრა პესკოვმა ჟურნალისტების ტრადიციულ ბრიფინგზე.
“ისინი [იმპულსები] უდაოდ გარედან მოდის, ეს მშვენივრად გვესმის და ვაკვირდებით იმას, რაც ხდება,” – დაამატა მან.
პესკოვმა გაიმეორა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე” კანონს “ვერ ვუწოდებთ” რუსულს, რადგან იგი ბევრი ქვეყნის “შიდაპოლიტიკური ჰიგიენის” ნაწილია.
“საქართველოს სურვილი დაიცვას საკუთარი შიდა პოლიტიკა არ შეიძლება დავუკავშიროთ რუსეთს… -მა პირველმა დაიწყო საკუთარ შიდაპოლიტიკურ ჰიგიენაზე ზრუნვა.” – თქვა მან.
კანონი “უცხოური აგენტების” შესახებ კრემლმა 2012 წელს მიიღო. ამ კანონის გამოყენებით, მან თითქმის გააქრო რუსეთში კრიტიკული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები.
კანონის მიღების მთავარი არგუმენტი გამჭვირვალობა იყო და ის, რომ მსგავსი კანონი აშშ-საც ჰქონდა.
მასობრივი გამოსვლებისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, ე.წ. აგენტების კანონი საქართველოს პარლამენტმა დღეს, 17 მარტს, პირველი მოსმენით მიიღო.
დარჩა კიდევ ორი მოსმენა. მეორე მოსმენის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.