“ყველას დუმილი ყვირის, შეგრცხვებათ მერე” – ლევან ყურაშვილი

ევროპაზეც არაა
როცა ხედავ, გავეშებული არაადამიანი როგორ მისდევს 18-20 წლის ბიჭს, კედელზე თავს არტყმევინებს და წიხლებით დგება, რა გული გიძლებთ, ხმას რომ არ იღებთ?! რა გული გიძლებთ, ორი ცალი მხარდამჭერი სიტყვა არ დაწეროთ?! იმ ხალხზე, რომელსაც თქვენს გულშემატკივრობაში, თქვენი წიგნების კითხვაში, მართლა ღამეები აქვს გათენებული?! და მარტო ფეხბურთელებს არ ეხება ეგ (მადლობა ჯაბა, ჩაკვე, ქოჩორა). მორაგბეები სად არიან? კალათბურთელები? დილის ხუთ საათზე, სტრიმებს რომ იყო მიმჯდარი მთელი საქართველო და UFC-ის უყურებდა, ეგ ხალხი სადაა, როდის უნდა თქვათ რამე? ზოგიერთი ძაან საყვარელი მწერალი სადაა, რომელი ჩირგვის უკანაა შეყუჟული? და ა.შ. და ა.შ. არაა ეს 20-30-70 წლის წინანდელი სამყარო, სადაც შეგეძლო ჩუმად მჯდარიყავი და ვერც ვერავინ დაიმახსოვრებდა. ინსთაგრამ სთორების ეპოქაში, ყველას წერტილ-მძიმეს ვიმახსოვრებთ. ყველას დუმილი ყვირის ყველას სიჩუმეს იმახსოვრებს ისტორია შეგრცხვებათ მერე
და ვერასდროს ახსნით, რატომ იყავით ჩუმად და მდუმარედ უყურებდით იმ ადამიანების ცემას, რომლებსაც უყვარდით თქვენი პროფესიის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ