5%-იანი საარჩევნო ბარიერი – რა შეფასებები კეთდება ოპოზიციაში

5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი პოლიტიკურ სპექტრში კვლავ განხილვის თემაა. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი” წევრი, ჰერმან საბო ამბობს, რომ ოპოზიციაში, პოლიტიკური დისკუსიის გარეშე, სკეპტიკურად უყურებენ ვინმესთან რაიმე გაერთიანებაზე ან ერთად საარჩევნო ბარიერის გადალახვაზე საუბარს.
“ქართულ ოცნებასთან” მთავარი პრეტენზია ხომ ის გვაქვს, რომ არ გველაპარაკებიან და მოლაპარაკებებზე არ მოდიან. მაგრამ, ზუსტად იგივე სიტუაცია არის ოპოზიციაშიც. გასაგებია, რომ ვიღაც ოპოზიციონერია, მაგრამ ეს ხომ ინდულგენცია არ არის, რომ ოპოზიციონერი თუა, ავტომატურად კარგი და კეთილი ადამიანია და კარგი რამისთვის უნდა ძალაუფლება. პოლიტიკური დისკუსიის გარეშე, ძალიან რთულია ვინმეზე თქვა, რომ ის უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. ამიტომ, ამ პოლიტიკურ დისკუსიას თუ ვერ ვხედავთ ოპოზიციაში, ჩვენ სკეპტიკური ვიქნებით ნებისმიერ ვინმესთან რაიმე გაერთიანებაზე თუ ერთად საარჩევნო ბარიერის გადალახვაზე,” – ამბობს ჰერმან საბო.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფი” წევრი, პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, ფიქრობს, რომ პარტიები ღირებულებითი თანხვედრით უნდა გაერთიანდნენ.
“ყველაზე ახლოს ჩვენმა მხარდამჭერებმა თქვეს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ხედავენ, “ნაციონალურ მოძრაობაში” სტრატეგია აღმაშენებელს ხედავენ. ასე უნდა ნახონ, ვისთან შეიძლება ღირებულებითი ერთობა ნახონ კონკრეტული არჩევნების დროს. მე მგონი, არსებობს შესაძლებლობა, საქართველოში 3-4 პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდეს, მაგრამ 23 პარტია თუ გავა არჩევნებზე, დარწმუნებული ვარ, 23-დან 20 ვერ გადალახავს ბარიერს,“ – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
“ლელო”, ამ ეტაპისთვის, არ განიხილავს წინასაარჩევნო ერთობას. ამის შესახებ განცხადება პარტიის “ლელო საქართველოსთვის” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ისაუბრა.
“ლელო არ აპირებს და, ამ ეტაპისთვის, არ განიხილავს წინასაარჩევნო ერთობას. ჩვენ ამაზე არც გვიმსჯელია და არც უახლოეს მომავალში ვაპირებთ მსჯელობას. ლელო ძლიერდება სტრუქტურულად, გვიერთდებიან რეგიონული ლიდერები, დავაფუძნეთ თბილისის არჩევითი ორგანიზაცია, ვემზადებით ეროვნული ყრილობისთვის დეკემბერში, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი განახლება და სტარტი ახალი კამპანიისთვის,” – აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

,ჩვენ ვთანხმდებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ქართული ოცნების პრაგმატულად და სწორად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება არის შეუქცევადი პროცესი“

ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი-კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება