ხატია დეკანოიძე – ჩვენი ნაკრების საამაყო წევრების გამოხმაურებების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მოდის და რუსულ კანონს აძლევს ხმას – ეს არის ომი სიმტკიცეზე

ჩვენი ნაკრების საამაყო წევრების გამოხმაურებების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მოდის და რუსულ კანონს აძლევს ხმას – სანამ კანონპროექტი კანონად იქცევა, დღეს ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, 19:00 საათზე, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სავალალოა, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი და პარლამენტის წევრი ყველას ინტერესის საწინააღმდეგოდ მიდის.
„ჩვენი ნაკრების საამაყო წევრების – კვარაცხელიას, მამარდაშვილის, ზივზივაძის და ყველა ჩვენი საამაყო სპორტსმენის გამოხმაურებების შემდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მოდის და რუსულ კანონს აძლევს ხმას. გეოპოლიტიკური არჩევანი ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ს სასარგებლოდ, მაგრამ ასევე სავალალოა, როდესაც შენი ფეხბურთის ნაკრების და ჩვენი ყველას ინტერესის საწინააღმდეგოდ მიდის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი და პარლამენტის წევრი. მინდა ერთ რამ გითხრათ – ეს არის ომი სიმტკიცეზე. ეს არის პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი. სანამ კანონად იქცევა, დღეს ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, 19:00 საათზე,“ – განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება