“ნაცების გვერდით ვერ დავდგები მაგრამ ოცნებასაც არ დავიცავ!” – ლიკა გამრეკელი

აი ასეთი “კოჰაბიტაციის” გამო მიიღეთ ოცნებამ გუშინდელი დღე. ხალხს უკვე არ ესმის განსხვავება თქვენსა და ნაცებს შორის. ამ ყველაფრის შემყურე კიდე ისინი არ ვერევით ნაცების და ოცნების ბინძურ ადამიანის გამომყენებლურ ჩხუბში, ვისაც ღირსება შეგვრჩა!!! მე ნაცების გვერდით ვერ დავდგები მაგრამ ოცნებასაც არ დავიცავ!!! გული მერევა რომ ამ ქვეყანაში ზონდერები, მოძალადეები და დაკვეთის “საუცხოოდ” შემსრულებლები “შთამომავლობით” გადაბარებადია!!! წინა რეჟიმისგან გადმოიბარეთ მკვლელები?