„ყველას, ვინც მონაწილეობთ ამ ქვეყნის მომავლის შექმნაში, აქციებზე ყოფნას ლექციებზე დასწრებაში ჩაგითვლით“ – არჩილ გამზარდია სტუდენტებს

ლექტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სტუდენტებს მიმართავს:
„ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, რადგან ჩემი ფუნქცია თქვენს ცხოვრებაში არის თანამონაწილეობა მივიღო თქვენი მომავლის შექმნაში, ცხადია, ვიაზრებ ჩემს პედაგოგიურ ვალდებულებას და ყველას, ვინც მონაწილეობთ ამ ქვეყნის მომავლის შექმნაში, აქციებზე ყოფნას ლექციებზე დასწრებაში ჩაგითვლით.
გამოიყენეთ ყველა ცოდნა, რასაც ჩვენ, თქვენი მასწავლებლები გიზიარებთ, საქართველოს დემოკრატიზაციისათვის, დიქტატისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, რომ აღარასდროს არც ერთმა ხელისუფლებამ არ გაბედოს საბჭოთა კავშირის დაბრუნება, დიქტატი და შეუერთეთ თქვენი სამშობლო განვითარებულ სახელმწიფოებს.
აქციებზე დგომისას, როცა კი სიმშვიდის დროს მოიხელთებთ, ისევ იმეცადინეთ, იმეცადინეთ და დაიცავით თქვენი უფლებაც და ვალდებულებაც, შექმნათ უკეთესი ქვეყანა და თქვენი უკეთესი მომავალი.
მე თქვენთან ვარ, ყოველთვის და ფიზიკურადაც მალე შემოგიერთდებით.
შექმენით ევროპა აქ, ჩვენს საქართველოში.“