კლინიკებში აქციაზე დაშავებული 7 პირია გადაყვანილი, ნაწილს ტვინის შერყევა და სხვადასხვა სახის მოტეხილობები აღენიშნება – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აქციაზე დაშავებულგა შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
“დაშავებულია 2 პოლიციელი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა კავკასიის მედიცინის ცენტრში. მათ აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანება, ერთ-ერთს თავის და ცხვირის მიდამოს ტრავმა. ორივე დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა ბინაზე. ასევე, თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი იყო 5 მოქალაქე სხვადასხვა სახის დაზიანებით. მათ სათანადო სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდათ”

ასევე დაგაინტერესებთ