ბექა ლილუაშვილი უმრავლესობას – ჩვენი გუნდი ტოვებს დღეს სხდომათა დარბაზს და გიტოვებთ თქვენს თავს ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღების პირისპირ

ჩვენი გუნდი ტოვებს დღეს სხდომათა დარბაზს და გიტოვებთ თქვენს თავს ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღების პირისპირ – ჩვენ თქვენთან ამ საკითხთან მიმართებით, დღეს, ამ დარბაზში სასაუბრო არ გვაქვს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში განაცხადა, სადაც დღეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე კენჭისყრა იგეგმება.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს კანონი ვერ იქნება.
„ჩვენს გუნდს „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით პოზიციები დაფიქსირებული გვაქვს ერთი წლის წინ. ჩვენ თქვენგან განსხვავებით სიტყვებზე არ ვხტუნავთ. ჩვენ ვერაფერი შეგასმინეთ ამ საკითხთან დაკავშირებით ამ დარბაზში. ჩვენ შემოგთავაზეთ – თქვენ უარყავით. ამ საკითხზე თქვენ ნახევარი ნაბიჯი არ გადადგით უკან. ჩვენ თქვენთან ამ საკითხთან მიმართებით დღეს ამ დარბაზში სასაუბრო არ გვაქვს. არ დარჩა არც ერთი სფეროს წარმომადგენელი, რომელიც თქვენ არ გეწინააღმდეგებათ. თქვენ ხართ ერთადერთი ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც კიდევ გაიძახიან, რომ ეს ეს კანონი არ არის რუსული. ხოდა, დაუჭირეთ მხარი თქვენივე ჯგუფს. საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის ეს კანონი კანონი ვერ იქნება. ამიტომ ჩვენი გუნდი ტოვებს დღეს სხდომათა დარბაზს და გიტოვებთ თქვენს თავს ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღების პირისპირ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე რუსეთის პროკურატურის განცხადებაზე – დიდი პატივია, რუსების შიში მეტ-ნაკლებად 90-იანებში გადავლახე, როცა აფხაზეთში ვეომებოდი – კიევში ვიყავი ქართული ლეგიონის რიგით ჯარისკაცად, ამით მომავალშიც ვიამაყებ

შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთი ევროკომისრის მხრიდან ვხედავთ მცდელობებს, არ შეიმჩნიონ გეოგრაფია და შეხვედრები შავი ზღვის რეგიონის საკითხებზე მოაწყონ საქართველოს გარეშე, მაგრამ გეოგრაფიას ვერ დაამარცხებენ – შავი ზღვის კაბელი უპირველესად მათ ინტერესებშია