ყავის იმპორტი 30%-თაა გაზრდილი – მსოფლიოს ყავის ტოპ მწარმოებლები

Seaasia.stats-ი Coffee Affection-ზე დაყრდნობით, 2023 წლის მსოფლიოს ყავის ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომლის სათავეშიც ბრაზილიაა.
გასულ წელს, ბრაზილიამ 5.7 მლრდ ფუნტი ყავა აწარმოვა, რაც დაახლოებით 26 ტონაა. სამეულშია ვიეტნამი და კოლუმბია. 15-ეულში ძირითადად სამხრეთ ამერიკის ქვეყნები არიან. ამათ გარდა სიაშია – აფრიკის ქვეყნები (ეთიოპია, უგანდა, კოტ-დივუარი) და 2 აზიური ქვეყანა – ჩინეთი და ინდოეთი.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 2 თვეში – იანვარ-თებერვალში, საქართველოში ყავის იმპორტი 30%-თაა გაზრდილი. 2023 წელს $5.1 მლნ-ის 1350 ტონა ყავა ვიყიდეთ, 2022 წლის პირველ 2 თვეში – $3.65 მლნ-ის 1035 ტონა. ამასთან ყავის საშუალო ფასი 7 %-თაა გაზრდილი.
რაც შეეხება ყავის იმპორტიორ ქვეყნებს, გასულ წელს საქართველოში ყავის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ინდონეზია იყო. სამეულში მოხვდა – ვიეტნამი და .
გასულ წელს ყავის იმპორტიორი ქვეყნების ათეული ასეთია:
ინდონეზია – $2 მლნ-მდე 710 ტონამდე ყავა;
ვიეტნამი – $908 000-ის 327 ტონა;
რუსეთი – $544 000-ის 93 ტონა;
იტალია $350 000-ის 26 ტონა;
გერმანია $315 000-ის 33 ტონა;
სომხეთი $235 000-ის 55 ტონა;
საფრანგეთი $144 000-ის 8 ტონა;
შვეიცარია $125 000-ის 22 ტონა;
ბრაზილია $102 000-ის 38 ტონა;
ნიდერლანდები $80 000-ის 9.5 ტონა.
მსოფლიოში ყავის მთავარი მწარმოებლების 15-ეული ასეთია:
ბრაზილია – 5.7. მლრდ ფუნტი;
ვიეტნამი – 3.6 მლრდ ფუნტი;
კოლუმბია – 1.7 მლრდ ფუნტი;
ინდონეზია – 1.4 მლრდ ფუნტი;
ეთიოპია – 846 მლნ ფუნტი;
ჰონდურასი – 767 მლნ ფუნტი;
ინდოეთი – 767 მლნ ფუნტი;
უგანდა – 634 მლნ ფუნტი;
მექსიკა – 515 მლნ ფუნტი;
გვატემალა – 449 მლნ ფუნტი;
პერუ – 423 მლნ ფუნტი;
ნიკარაგუა – 291 მლნ ფუნტი;
ჩინეთი – 257 მლნ ფუნტი;
კოტ-დივუარი – 238 მლნ ფუნტი;
კოსტა რიკა – 197 მლნ ფუნტი.