ვორქშოფების ყველაზე მასშტაბური ფესტივალი 27-28 აპრილს აბრეშუმის ქარხანაში გაიმართება. ფესტივალზე 50-ზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაციის ვორქშოფი საათში ერთხელ პარალელურად ჩატარდება. ჯამში 2 დღის მანძილზე 5000-ზე მეტ ადამიანს საშუალება ექნება ჩაერთოს 700-მდე ინტერაქციულ ვორქშოფში.
ვორქშოფ ფესტის საორგანიზაციო გუნდია Alice Q, რომელსაც ღონისძიებების ორგანიზების 19 წლიანი გამოცდილება აქვს. გუნდის მიერ ორგანიზებულია 600-მდე ღონისძიება, მათ შორის შემდეგი ფესტივალები:
· Sport Fest
· Kiketi Fest
· Kiketi Forest Downhill Cup
Alice Q-ს მიერ ორგანიზებული ფესტივალები გამოირჩევა ინტერაქციული ფორმატით. სტუმრები ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში და იღებენ ახალ გამოცდილებას. ფესტივალზე სტუმრებს დახვდებათ შემდეგი ვორქშოფები:
· კოქტეილების და ლიმონათების მომზადება
· დეკორატიული ლესვა
· ტანგოს ვორქშოფი
· ხელოვნური ინტელექტის გამოყენება
· დრამზე დაკვრა
· ავეჯის რესტავრაცია
· პროფესიის და უნივერსიტეტის არჩევა
· ხალიჩების ქსოვა
· ხმის ინჟინერია მარტივად
· პირველადი დახმარების ვორქშოფი
· საზღვარგარეთ სწავლისათვის მომზადება
· მცენარეების გადარგვა
· მუსიკალური ინსტრუმენტების იმპროვიზაცია
· მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა
ფესტივალი ერთნაირად დააინტერესებს:
· მოზარდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება და სწორი პროფესიის შერჩევა სურთ.
· ადამიანებს, ვისაც პროფესიის შეცვლა, პროფესიულად განვითარება ან ახალი ჰობის აღმოჩენა სურს.
· ბავშვებს, რომლებიც შემეცნებასთან ერთად გაერთობიან
· მშობლებს, რომელთაც სურთ ცნობიერება აიმაღლონ თანამედროვე აღზრდის მეთოდებზე.
· 65+ ასაკის კატეგორიისთვის, ვისაც თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარება სურს.
საფესტივალო ტერიტორიაზე რამდენიმე განსხვავებული ზონა იქნება:
· ხელოვნებისა და კრაფტის ზონა;
· ტექნოლოგიების ზონა,
· განათლების და პროფესიული განვითარების ზონა;
· კვების და სასმელების ზონა;
· DIY და მებაღეობის ზონა;
· ჯანმრთელობისა და სილამაზის ზონა;
· მშობლების და ბავშვების ზონა;.