რუსების მიერ ჩერნიგოვის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა

რუსების მიერ ჩერნიგოვის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ლომაკო ავრცელებს.
„ამ დროისთვის 4 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა. სამწუხაროდ, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს“, – განაცხადა ალექსანდრ ლომაკომ.
ლომაკოს ცნობით, რუსების სარაკეტო დარტყმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, ასევე, შენობები, ავტომობილები, სოციალური და ურბანული ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსებმა ჩერნიგოვის ცენტრს სამი რაკეტით დაარტყეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!