კახა კალაძე – 20-21 აპრილს, დედაენის ბაღში ჩატარდება პირველი მასშტაბური ფესტივალი – სახელწოდებით „ურბან ფესტი“

თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ურბანული სპორტის სახეობათა ფედერაციის ორგანიზებით, 20-21 აპრილს, დედაენის ბაღში ჩატარდება პირველი მასშტაბური ფესტივალი – სახელწოდებით „ურბან ფესტი“. ამის შესახებ თბილისის მერმა, მ დედაქალაქის მერიის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, პროექტის მიზანია ურბანული სპორტის სახეობების განვითარება და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია.
„პროექტი დღესდღეობით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება: სპორტული შეჯიბრებები, სახალისო თამაშები, ხელნაკეთი ნივთები გამოფენა-გაყიდვა, იფუნქციონირებს კვების ზონები, ასევე ფესტივალის დასასრულს გაიმართება ღონისძიების დახურვის ცერემონია.
ფესტივალზე მოსული სტუმრები ორი დღის განმავლობაში შეძლებენ ჩაერთონ მათთვის საყვარელი სპორტული სახეობების შეჯიბრებებში, იხილონ სახალისო სპორტული შოუ-პროგრამა და მოუსმინონ ქართველ მუსიკოსებს.
აღნიშნული ღონისძიება 20-21 აპრილს გაიმართება.
პროექტის მიზანია ურბანული სპორტის სახეობების განვითარება და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!