მანჯგალაძე: საქართველო გაიმარჯვებს!

ამ კანონის მიზანია საქართველო მოწყვიტოს ცივილიზებულ მსოფლიოს და დაგვტოვოს რუსულ ჭაობში – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა და “გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა მ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ერთ მხარეს არიან მსოფლიო ლიდერები და მეორე მხარეს არის „ქართული ოცნების“ და „ზარქუას მსგავსი მასხარების განცხადებები.“

„გუშინ ყვავილებით მორთული და საქართველოს თავისუფლებაზე მომღერალი გოგო-ბიჭების დაუნდობელმა დარბევამ ნათლად გამოაჩინა სინამდვილეში „რუსული კანონის“ რეალური მიზანი და ხელისუფლების სახე. ამ კანონის მიზანია საქართველო მოწყვიტოს ცივილიზებულ მსოფლიოს და დაგვტოვოს რუსულ ჭაობში.

შესაბამისად, არჩევანი მარტივია: ერთ მხარეს არიან მსოფლიო ლიდერები, ვნახეთ ჩვენ შარლ მიშელის, ნატო-ს გენერალური მდივნის, სახელმწიფო დეპარტამენტის, გერმანიის კანცლერის განცხადებები, რომ ეს კანონი პირდაპირ ბლოკავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას და მეორე მხარეს არის “ქართული ოცნების” და ზარქუას მსგავსი მასხარების განცხადებები, რომ თითქოს ეს კანონი არის ამერიკული და ევროპული.

ქართველმა ხალხმა ბევრჯერ წარმატებით ჩააბარა თავისუფლებისა და ღირსების ტესტი და ახლაც საკადრის პასუხს გასცემს ხელისუფლებას, რომელიც ღიად ჩადგა ანტიქართული საქმისა და მტრის სამსახურში.

ვანახოთ ჩვენი ძალა მტერს და ჩვენი ერთიანობისა და თავისუფლების სიყვარული მოყვარეს! ამიტომ დღეს ყველანი რუსთაველზე საქართველოსთვის! საქართველო გაიმარჯვებს!” – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”