მოლდოვის უმსხვილესი ბანკის, Miab-ის გენერალური დირექტორი, გიორგი შაგიძე: საქართველოს კუთვნილი ადგილი ევროკავშირშია

მოლდოვის უმსხვილესი ბანკის, Miab-ის ქართველი გენერალური დირექტორი, გიორგი შაგიძე “რუსული კანონის” დაინიცირებასა და საპროტესტო აქციებს საკუთარ Facebook გვერდზე ეხმიანება.
“განსაკუთრებულად იშვიათი შესაძლებლობა გვაქვს, რომელიც ალბათ 100, 200, ან საერთოდაც 800 წელიწადში ერთხელ ჩნდება, როდესაც შეგვიძლია ისეთი რაღაცის ნაწილი გავხდეთ, რაც საქართველოს მომდევნო თაობებს სტაბილურობასა და უკეთეს ცხოვრებას მოუტანს. როგორ შეგვიძლია, ეს შესაძლებლობა მცდარ კანონზე დავხარჯოთ, რომელზეც ყველა (გარდა რუსეთისა) თანხმდება, რომ საქართველოს საკუთარი მიზნებისგან აშორებს?
არ დაგვავიწყდეს, რუსეთმა საქართველოში რა ჩაიდინა.
საქართველოს კუთვნილი ადგილი, ისევე როგორც მოლდოვისა და უკრაინის, ევროკავშირშია!” – წერს გიორგი შაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?