ფარმაცევტულმა კომპანია GM PHARMA-მ EU GMP-ის სტანდარტების შესაბამისობის საერთაშორისო აუდიტი წარმატებით გაიარა

GM PHARMA-მ წარმატებით გაიარა ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის სტანდარტების (EU GMP: EudraLex – Volume 4 – Good Manufacturing Practice (GMP) guidelines) შესაბამისობის აუდიტი, რომელიც მაღალი ავტორიტეტის მქონე გერმანული კომპანია Heacon Service GmbH-ის ფარმა-აუდიტის ჯგუფმა განახორციელა. აღნიშნული წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს GM PHARMA-ს წარმოების საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას.
საერთაშორისო აუდიტი კომპანიაში 2023 წლის 27-29 ივნისს ჩატარდა, დასკვნა კი სულ ახლახან გახდა ხელმისაწვდომი. აუდიტის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ ფარმაცევტულ კომპანია GM PHARMA-ში მიმდინარე მყარი სამკურნალო ფორმების (ტაბლეტი, კაფსულა, საშეტი) წარმოების პროცესი, საწარმოს, ლაბორატორიების, საწყობის, ტექნოლოგიურ-ინჟინრული აღჭურვილობისა და ზოგადად, ხარისხის მართვისა და მონიტორინგის სისტემები სრულ შესაბამისობაშია EU GMP სტანდარტებთან. აღნიშნული ადასტურებს GM PHARMA-ს საწარმოში ოპერაციების ხარისხისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების არსებობას.
Heacon ჯგუფი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მსოფლიო აუდიტორების გუნდით. კომპანიას ფარმაცევტულ და ჯანდაცვის ინდუსტრიაში განხორციელებული აუდიტების 20-წლიანი გამოცდილება გააჩნია. მათ მიერ განხორციელებული აუდიტების სიაში შეხვდებით ისეთ დიდ ფარმა-მწარმოებელ კომპანიებს, როგორიცაა: AstraZeneca Pharmaceuticals LP, B. Braun Melsungen AG, Sanofi Chimie SA, Egis Pharmaceuticals PLC და სხვ. Heacon ჯგუფის მონაცემთა ბაზაში შეტანილია ინფორმაცია GM PHARMA-ს აუდიტის შესახებაც.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ GM PHARMA არის მედიკამენტების მყარი ფორმების წარმოების სრული ტექნოლოგიური ციკლის მქონე ერთადერთი ფარმაცევტული საწარმო საქართველოში, რომელსაც ასევე წარმატებით აქვს გავლილი უკრაინის მარეგულირებელი ორგანოსა და საქართველოს ნაციონალური GMP-ინსპექციები და ფლობს შესაბამისად მწარმოებლის GMP PIC/S და ნაციონალურ GMP-სერტიფიკატებს, რაც ასევე ადასტურებს ფარმაცევტული ინსპექციების კონვენცია-კოოპერაციის სქემის (PIC/S), ევროკავშირის დირექტივებისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნებთან ჰარმონიზებული მარეგულირებელი დოკუმენტების უახლეს ვერსიებთან კომპანიის შესაბამისობას. სრული ტექნოლოგიური ციკლის ქვეშ იგულისხმება პროცესი – ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე.
GM PHARMA 100%-ით ქართული ინვესტიციით დაფუძნებული პირველი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში. იგი 2000 წელს დაარსდა და მას შემდეგ სტაბილურად ვითარდება. დღეისათვის, GM PHARMA-ს მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, შვეიცარია, , ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, შვედეთი, პორტუგალია და სხვ.) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM PHARMA-ს პორტფელი აერთიანებს 140 დასახელების მედიკამენტს გამოშვების 230 ფორმით.
GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან