“თავზე დამაცალეს ბალონი… ინვალიდი კაცი, ჯოხით ვდგავარ… ახალგაზრდებმა გამომიყვანეს” – მიხეილ რამიშვილი

ფოტო: პუბლიკა.
ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ კანონის დამცველებმა კანონი დაარღვიეს, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაესხნენ თავს ადამიანებს. იგი ყვება, რომ სპეცრაზმსა და მოქალაქეებს შორის იდგა და უყურებდა მოვლენებს პირდაპირ, ამბობს, რომ არც ერთი პროვოკაცია აქციის მონაწილეთა მხრიდან არ ყოფილა, პირიქით, ახალგაზრდებმა გამოიყვანეს და გამოიძახეს სასწრაფო დახმარება.
შუაში ვიდექი, რომ არაფერი დაძაბულობა არ ყოფილიყო. უცებ ისე, რომ ვერ მოვედი, ეგრევე მომასხეს თავზე, ერთი ბალონი დამაცალეს, ვერაფერი დავინახე, ახალგაზრდებმა გამომიყვანეს. ახლაც ვერაფერს ვერ ვხედავ თვალებში, თან ჯოხით ვდგავარ, ინვალიდი კაცი ვარ, ფეხებზე ეკიდათ ყველაფერი, დავალება იყო, რომ ჩაექოლათ ყველა, გადაევლოთ,“ – ამბობს რამიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ