დაკავებულია 11 ადამიანი, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ესროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, ქვები და ბოთლები

რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ, პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფორმებში და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები.”- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი რომელიც გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. ასევე, დაზიანებულია სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი. ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება – ე.წ. წიწაკის სპრეი.
სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და წევრებს, უზრუნველყონ პროტესტის კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გამოხატვა. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.”- აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ გადავლახეთ სერიოზული პრობლემები, წარმატებით ჩავატარეთ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები და შეგვიძლია, მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე

ჩვენ არ გაგვიჭირდა ფაქტების დადება და ფაქტებით დავადასტურეთ, რომ არათუ კამიტი, არამედ არც ერთი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული, იყო მარტივი გათვლა – ეს ინფორმაცია უნდა გავრცელებულიყო „ბი-ბი-სის“ მიერ, შემდეგ შესაბამისი ჩანაწერები უნდა მოხვედრილიყო კონკრეტულ საერთაშორისო დოკუმენტებში