„მცემეს, დამიჭირეს“ — „ლელოს“ ლიდერი წერს, რომ პოლიციამ დაკავებისას მასზე იძალადა

პარტია „ლელოს“ ლიდერი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიციამ დააკავა. კუპრაძე ასევე წერს, რომ -ის წარმომადგენლები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
აქციაზე დააკავეს რამდენიმე ადამიანი, „ნეტგაზეთი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება აღნიშნული ინფორმაციის დადასტურებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.
ვითარება დაძაბულია პარლამენტის უკანა შესასვლელთან — ასევე პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე. ადგილზე შსს-ის თანამშრომელბს განთავსებული აქვთ წყლის ჭავლის მანქანა.
ამასთან, ჩართული იყო ხმოვანი გაფრთხილება, რომელიც მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებს. სპეცრაზმი მობილიზებულია პარლამენტის გვერდით, ჭიჭინაძის ქუჩაზეც.
აქციის რამდენიმე მონაწილე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებთან გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მათ წინააღმდეგ პოლიციამ სავარაუდოდ წიწაკის სპრეი გამოიყენა.

ასევე დაგაინტერესებთ