სამართალდამცავებმა „გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრი, გელა ხასაია დაკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა შემოხლა იყო.
სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
ამასთან, შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, სამართალდამცავთა მითითებებს დაემორჩილონ.