ომბუდსმენი: 22:00-სთვის შსს-მ აქციის მონაწილეთა მიმართ ძალის გამოყენება დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ 2024 წლის 16 აპრილს 22:00 საათისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ.
სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნავენ, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაციით, გამოყენებულია ე.წ. წიწაკის სპრეი:
„საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ამავე დროს ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს – უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა უსაფრთხო გარემოში და ძალის გამოყენების შემთხვევაში დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები,“ — აცხადებს სახალხო დამცველი.

ასევე დაგაინტერესებთ