“ვარდების რევოლუციის” შედეგებს უამრავი ადამიანი შეეწირა – ასეთ დროს, “ნაცმოძრაობის” მხრიდან, იუბილეს აღნიშვნა, უბრალოდ, თავხედობაა – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ხვალ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ვარდების რევოლუციის იუბილეს აღნიშვნა, თავხედობაა:
“ვარდების რევოლუციამ” ქვეყანას მოუტანა ადამიანების უფლებების ხელყოფის სისტემური პრაქტიკა, ადამიანების წამების სისტემური პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის, არჩევნების გაყალბება და ა.შ., ეს ძალიან გრძელი სიაა. უამრავი ადამიანი შეეწირა ვარდების რევოლუციის შედეგებს, ასეთ დროს, “ნაცმოძრაობის” მხრიდან ვარდების რევოლუციის იუბილეს აღნიშვნა არის უბრალოდ თავხედობა და მეტი არაფერი,”- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე .

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო“ მატყუარების და გაქნილი პოლიტიკანების პარტიაა, მადლობა მათ, რომ კიდევ ერთხელ მოგვცეს საშუალება ჩვენც, პოლიტიკაში ჩართულ ადმიანებსაც და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებსაც იმისათვის, რომ მათი ტყუილები ვამხილოთ

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს “პრო-ევროპული” პარტიისთვის ევროპიდან ჩაწყობილი “გამარჯვება” დიდი ალბათობით დამატებით სტიმულს მისცემს 4 ოქტომბერს ადგილობრივი დესტრუქციული ძალების მიერ უკვე გამოცხადებულ “რევოლუციას,” რომელიც წინა აქციების მსგავსად ევროკავშირის ატრიბუტიკის ფონზე ჩაივლის