კახეთში ავარიას და-ძმა ემსხვერპლა

კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში,  ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც და-ძმა დაიღუპა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მსუბუქ ავტომობილს ტრაქტორის მისაბმელი დაეჯახა, რომელიც მას მკვეთრ მოსახვევში შესვლისას მოწყდა.

ამასთან, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.