“ყველა დედას მინდა მივმართო… ჩემი ერთადერთი შვილიც ამ წუთებში რუსთაველის გამზირზეა” – გრიგოლია

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია:
თავისუფალი საქართველოს წინააღმდეგ, ქართული საზოგადოება რუსეთის წინააღმდეგ, საზოგადოება წინააღმდეგ ხელისუფლებისა, რომელსაც მათივე არჩეული პრეზიდენტი რუსულ ოცნებას უწოდებს, დასავლეთი ოცნების რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ – დღეს, როგორც არასდროს, ისე ადვილია თეთრისა და შავის, თავისუფლებისა და პუტინის გზის არჩევა. უკვე გამოყვანილი ჰყავთ სპეცრაზმი, რობოკოპებია მზად, არ ვიცით როგორ შეიძლება დასრულდეს დღევანდელი დღე, თუმცა, მთელი საქართველო, განსაკუთრებით ახალგაზრდები, არიან გარეთ. ჩემი შვილიც ამ წუთებში საპროტესტო აქციაზე იმყოფება, იმყოფება ერთადერთი მიზნით – არა რუსეთს, წინ ევროპისკენ! ყველა დედას მინდა მივმართო, ვისაც შესაძლებელია რაღაც შიშის განცდა აქვს შვილებთან დაკავშირებით, ჩემი ერთადერთი შვილიც ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ