„სოროსის ფონდი“ საქართველოს და უკრაინის გარდა, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს დატოვებს

„სოროსის ფონდი“ საქართველოს და უკრაინის გარდა, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს დატოვებს. ამის შესახებ ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, იუწყება Sputnik Kyrgyzstan Telegram არხი.
„მათ დახურეს ოფისები ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანაში და აღმოსავლეთ ევროპაში, გარდა უკრაინისა და საქართველოსა. ბევრი რეგიონული პროექტი მნიშვნელოვნად შემცირდა ან მთლიანად დაიხურა“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა ხელი მოაწერა კანონს უცხოელი აგენტების შესახებ. კანონის მიხედვით, არაკომერციული ორგანიზაციები უნდა დარეგისტრირდნენ იუსტიციის სამინისტროში და ღიად ფუნქციონირებდნენ.