გერმანიაში გაყინული რუსული აქტივების მოცულობა 3,9 მილიარდ ევროდ შეფასდა

გერმანიის ხელისუფლებამ ევროკავშირის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დაახლოებით 3,9 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო – „TASS“ ავრცელებს.
„საერთო ჯამში, დაახლოებით 3,9 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები სანქციების ქვეშაა გერმანიაში, ეს მოიცავს სანქციების სიაში შეყვანილი ფიზიკური და იურიდიული პირების გაყინულ აქტივებს, როგორიცაა ნაღდი ფული, კორპორაციული ინვესტიციები და იახტები“, – აღნიშნულია სტატიაში.