ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა – 16 აპრილის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.11 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.67 თეთრით გამყარდა. 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.671 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8387 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი – 2.90 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.85 ლარად.