რუსი კურატორები თბილისში?

“ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი რუსი კურატორების დავალებით შემოიტანა? “თბილისში ს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ჯგუფია ჩამოსული, რომელიც აკონტროლებს, რა უნდა გააკეთოს ივანიშვილის პარტიამ” – სკანდალურ სტატიას რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთი პროპაგანდისტული ტელეგრამ არხი ავრცელებს.
“ეს ვე არ”-ის ცნობით, გუშინ თბილისში გამართული საპროტესტო აქციების შესახებ საგანგებო თათბირი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა გამართა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად იმსჯელა, რაც ხდება თბილისში.
ნიკოლაი პატრუშევმა შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების ბლოკის ხელმძღვანელობასთან. განხილვის თემა იყო საქართველოში არსებული „არეულობა“, ადგილობრივი პარლამენტის მიერ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღების პარალელურად. საქართველოს ხელმძღვანელობა რუსეთის ხელმძღვანელობის კონტროლს ექვემდებარება და ამ კანონის მიღება იყო რუსი კურატორების მიერ გაცემული მკაცრი რეკომენდაცია. შეხვედრაზე პატრუშევმა ბრძანა, წაახალისონ საქართველოს ხელმძღვანელობა აქციის მონაწილეების გადამწყვეტი დარბევისთვის, რომლებიც ითხოვდნენ ამ კანონის მიღების დაბლოკვას. თბილისში ხალხის ჯგუფია გაგზავნილი, რათა ადგილზე აკონტროლონ საქართველოს ხელისუფლება”, – წერია სტატიაშია. ტვპირველი

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება