ტელეგრამ არხი Генерал СВР: პატრუშევმა მითითება მისცა ძალოვან ბლოკს, დაარწმუნონ საქართველოს ხელმძღვანელობა ყველანაირი საშუალების გამოყენებით დაშალოს დემონსტრანტები…

რუს ძალოვნებთან დაახლოებული, გავლენიანი ინსაიდერული ტელეგრამ არხი Генерал СВР(400 000-მდე გამომწერით) წერს:
“ნიკოლაი პატრუშევმა(ს უშიშროების საბჭოს მდივანი) გუშინ ვიდეოკონფერენცია გამართა რუსეთის ძალოვანი უწყებების და საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან, რა დროსაც განიხილა საქართველოში მიმდინარე პროცესები და უცხოური აგენტების კანონთან დაკავშირებული მღელვარებები თბილისში. საქართველოს ხელმძღვანელობა რუსეთის კონტროლქვეშაა ეს კანონი ინიცირებულია პირადად რუსეთის კურატორების და ლობისტების მიერ. კონფერენციაზე პატრუშევმა მითითება მისცა ძალოვან ბლოკს, დაარწმუნონ საქართველოს ხელმძღვანელობა ძალისმიერად, ყველანაირი საშუალების გამოყენებით დაშალოს დემონსტრანტები, თბილისში ფედერალური ძალოვანი ორგანოებიდან მივლენილია მაღალჩინოსნები, რომლებიც სიტუაციას ადგილზე გაუწევს კონტროლს და მისცემს მითითებებს ხელისუფლებას”