ეკა სეფაშვილი ოპოზიციას – წაიკითხეთ ევროდირექტივა – როგორ ეთანხმება ჩვენი კანონი, სულისკვეთებას როგორ ასახავს, როგორი ევროპულია და როგორ ევროპულ ღირებულებებს ქადაგებს – რას ჩააცივდით ამ რუსულ კანონს?!

წაიკითხეთ ევროდირექტივა – როგორ ეთანხმება ჩვენი კანონი, სულისკვეთებას როგორ ასახავს, როგორი ევროპულია და როგორ ევროპულ ღირებულებებს ქადაგებს – რას ჩააცივდით ამ რუსულ კანონს?! რუსული კანონი არ წამიკითხავს და არც წავიკითხავ, რადგან არანაირად არ მაინტერესებს! – ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა გააკეთა.
სეფაშვილმა განაცხადა ისიც, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური წყაროების დეკლარირების და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს.
„ამ ორი დღის განმავლობაში ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი და ფაქტი, თუ რატომ არ უნდა მივიღოთ ეს კანონი. ერთადერთი რაც გვესმის, არის დეზინფორმაცია, ტყუილზე დაფუძნებული მანიპულაცია ან ზღვარგადასული დემაგოგია. დიახ, არა რუსულ კანონს – ქართული პარლამენტი რუსულ კანონს არ მიიღებს!
რომ დაგიჭერიათ ხელში ეს რუსული კანონი, რომელიც 27 გვერდია, წაკითხვა მაინც არ გეზარებათ?!“ – განაცხადა სეფაშვილმა ოპოზიციის მისამართით.

ასევე დაგაინტერესებთ