ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსეთში ჩადის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალი ბაგერი კანი 18-20 აპრილს მოსკოვს ეწვევა.
ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს მოსკოვის კონფერენციაში რომელიც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის, შეიარაღების კონტროლისა და ატომური ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების აქტუალურ საკითხებს მიეძღვნება.
„ასევე მოსალოდნელია, რომ ის შეხვედრებს გამართავს ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

ასევე დაგაინტერესებთ