როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და არევას აპირებენ

როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და არევას აპირებენ
როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და არევას აპირებენ. ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის. ერთ მუშტს მოიქნევთ? ათი მოგხვდებათ – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
მათიკაშვილის თქმით, ს ლაჩრობამ, არაკაცობამ სათანადო პასუხი მიიღო.
მისივე თქმით, ვერც ელისაშვილი და ვერც ოპოზიციის ყვირილი „ქართულ ოცნებას“ იმ გეზს ვერ შეაცვლევინებს, რაც ქვეყნის განვითარებისთვის აქვს აღებული.
„მერვე წელია საკანონმდებლო ორგანოს წევრი ვარ, ამ კედლებსაც, ქუთაისის პარლამენტის კედლებსაც ბევრი რამ უნახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც ჩვენ და არც აქ მსხდომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ის არ უნახავს და არ ახსოვს, რომ ვინმე ასე ლაჩრულად, მზაკვრულად, არაკაცურად, ქათმურად მიპარვოდეს გამომსვლელს და მისთვის დაერტყას. მთელი დღის განმავლობაში ელისაშვილი იჯდა ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში და უყურებდა ილია ჭავჭავაძის სურათს და ხმა, კრინტი არ დაუძრავს. ამ ფაქტმა მასში ბერბიჭაშვილის საქციელის ინსპირაცია გამოიწვია. ასეთი რამ გაგიგიათ? ასეთი არაკაცური, ლაჩრული საქციელი სადმე გინახავთ? მე არ მინახავს და არ მახსოვს. თუ თქვენ გახსოვთ რამე, გვითხარით. ამ ლაჩრობამ, არაკაცობამ სათანადო პასუხი მიიღო და ყველა რადიკალი გაფრთხილდეს, როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და არევას აპირებენ. ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის. ერთ მუშტს მოიქნევთ? ათი მოგხვდებათ! ეს კარგად გაითვალისწინეთ და გაიგეთ. ვერც ელისაშვილი და ვერც თქვენი ზედმეტი ყვირილი, იმ გეზს ვერ შეგვაცვლევინებს, რაც „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის განვითარებისთვის აქვს აღებული. ბოდიშის მოხდა კარგი საქციელია, მაგრამ თქვენ ეს არ შეგიძლიათ. კიდევ ერთხელ, ყველა რადიკალის გასაგონად – ერთ მუშტს მოიქნევთ? ათი მოგხვდებათ. ამ მზაკვრობას და ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოსთან დაკავშირებით ახალი სადეპუტატო კითხვებით მიმართა, რომელიც მთავრობის მიერ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ეხება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს – ირაკლი კობახიძე