კოპენჰაგენში ისტორიული საფონდო ბირჟის შენობას ცეცხლი გაუჩნდა

16 აპრილს დანიის დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, ისტორიული საფონდო ბირჟის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. სააგენტო “როიტერსის” ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ჩამოინგრა შენობის ვერტიკალური სახურავი. პოლიციას ჯერჯერობით დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.
სოციალური მედიით გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, როგორ გამოაქვთ აალებული შენობიდან ადამიანებს დიდი ნახატები, რათა ცეცხლისგან იხსნან ისტორიული არტეფაქტები.

“დღეს დილით საშინელი ფოტოები ვრცელდება საფონდო ბირჟის გარშემო. დანიის კულტურული მემკვიდრეობის 400 წელი ხანძარშია გახვეული”, – წერს სოციალურ ქსელ X-ში დანიის კულტურის მინისტრი იაკობ ენგელ-შმიდტი.

შენობა, რომელიც 1619-1640 წლებში მეფე კრისტიან IV-ის დაკვეთით აშენდა, რეკონსტრუქციის პროცესში იყო. შენობა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, დანიის პარლამენტისა და კრისტიანსბორგის სასახლის გვერდით. ბოლო წლებში მასში განთავსებულია დანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება