ირაკლი კობახიძე – თუ 1-2%-იანი პარტიები იფიქრებენ გაერთიანებაზე, ეს მათთვის უკეთესი იქნება დაამთავრონ სპეკულაციები ბარიერთან დაკავშირებით

თუ 1-2%-იანი პარტიები იფიქრებენ გაერთიანებაზე, როგორც არის „ლელო“, გახარიას პარტია და ა.შ., ეს მათთვის უკეთესი იქნება დაამთავრონ სპეკულაციები ბარიერთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია დისკრედიტირებულია და არავითარი გაერთიანება არ უშველით მათ.
„ზოგადად, თუ ეს 1 და 2%-იანი პარტიები იფიქრებენ გაერთიანებაზე, როგორც არის „ლელო“, გახარიას პარტია და ასე შემდეგ, ეს მათთვის უკეთესი იქნება დაამთავრონ სპეკულაციები ბარიერთან დაკავშირებით. კეთილი ინებონ, იციან საკუთარი რეიტინგები 1-2 და 3% და გაერთიანდნენ. ასე იზრუნონ ბარიერის გადალახვაზე. ეს უფრო სწორი იქნება, დანარჩენი მათი საქმეა. ზოგადად, მგონია, რომ ოპოზიცია იმდენად არის დისკრედიტირებული, იმდენი დაუშავეს ამ ქვეყანას, საზოგადოებამ დაინახა ეს ყველაფერი, თუ როგორ ეწეოდნენ პირდაპირ ამ ქვეყანაში ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო ამ ქვეყანაში მეორე ფრონტის გაჩაღებისკენ, უკრაინის სცენარის განვითარებისკენ. საზოგადოებამ, ეს ყველაფერი დაინახა, აქედან გამომდინარე, არჩევნებზე შესაბამის შედეგს მიიღებენ, არავითარი გაერთიანება არ უშველით მათ“, – აღნიშნა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის, სულხან ტუღუშის ადვოკატი – მოსამართლეს და მის მიდგომას რომ ვუყურებდი, ნათელი იყო, რომ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული გენადი კუპრეიშვილი მოსამართლეს – დედა მყავს პენსიონერი, ბანკიდან გამოტანილი აქვს ფული, რომელსაც მე ვიხდი – თუ არ გადავიხადე, პენსიიდან ჩამოაჭრიან და ფულის გარეშე რჩება