“არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი აქტი იყო”- შალვა პაპუაშვილი

აქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მდინარაძეზე ს მიერ თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი აქტი იყო.

ს თქმით, აუხსნელია, რა შეიძლებოდა ყოფილიყო თავდასხმის მოტივი.

“აქ ორი მომენტია მნიშვნელოვანი, ერთი, რომ შევეცადოთ, ავხსნათ ეს საქციელი. პრობლემა არ არის შეფასებაში, გასაგებია, რომ არის თავდასხმა, ძალადობა, მაგრამ უფრო პრობლემურია იმის ახსნა, რატომ მოხდა და მოხდა ამ ფორმით თავდასხმა. შემდეგ ვნახეთ შეგულიანებები, მათ შორის, მედიის საშუალებითაც, რომლებიც ამ ფაქტის პოზიტიურ ჭრილში წარმოდგენას ახდენდნენ. ვფიქრობ, ამან გააჩინა ეჭვები და გააღრმავა აღქმა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი. არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი, ზუსტად ამ ფორმით და ამ სახით. ყოფილა სხვადასხვა შემთხვევა პარლამენტში, მაგრამ რთულია, რაიმე შეფასება მოუძებნო ასეთი ფორმით, სახით თავდასხმას, რომელიც უპირველეს ყოვლისა, კითხვებს აჩენს თავად თავდამსხმელთან დაკავშირებით. მთავარი პრობლემა არის, როდესაც ცდილობ ახსნას, რა იყო ამ საქციელის განმაპირობებელი. ერთადერთი ახსნა არის ის, რომ გარკვეული დაკვეთა იყო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ასევე დაგაინტერესებთ

მგონია, სალომე ზურაბიშვილს მაინც ეყოფა გონიერება, რომ არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას