ირაკლი კობახიძე – შეუძლებელია, რომ ოლიგარქების პრობლემა მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე გადაიჭრას – ოლიგარქები არიან დღეს პოლიტიკაში და ალბათ, პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებენ

შეუძლებელია, რომ ოლიგარქების პრობლემა მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე გადაიჭრას – ოლიგარქები არიან დღეს პოლიტიკაში და ალბათ, პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი მ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ზოგადად, კანონმდებლობები და სამოქმედო გეგმები ასეთი ტიპის პრობლემებს ნაკლებად გადაჭრიან, თუმცა გარკვეული პროგრესი შეიძლება იქნას მიღწეული სამოქმედო გეგმის საფუძველზე.
როგორც კობახიძე აცხადებს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს აღიარებული აქვს, რომ ქართულ პოლიტიკაში „შავ ფულს“ ატრიალებს.
„მე პირადად შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სამოქმედო გეგმა საქართველოში ოლიგარქების პრობლემას გადაწყვეტს. ოლიგარქები არიან დღეს პოლიტიკაში და ალბათ, გააგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები იქნება, რა თქმა უნდა, გადადგმული ამ სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე. რაც შეეხება კონკრეტულად პარტიების დაფინანსების თემას, ეს ყველაფერი არის ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით და სწორედ ამის გამო აისახა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაში. თუ იქნება ოპოზიციის კატეგორიული პოზიცია მაშინ მიმართონ შესაბამის სტრუქტურებს. თუ არ მოსწონთ მათ ეს ცვლილებები, მაშინ მათ საქმე ექნებათ სწორედ ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს სამოქმედო გეგმა პოლიტიკაში ოლიგარქების პრობლემას გადაჭრის. ჩვენ გვყავს თვითგამოცხადებული პოლიტიკოსები, ოლიგარქები, რომლებიც პირდაპირ ერევიან პოლიტიკაში, აფინანსებენ პარტიებს, მედიასაშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისინი ალბათ გააგრძელებენ ამ საქმიანობას, თუმცა გარკვეული პროგრესი შეიძლება იქნას მიღწეული ამ სამოქმედო გეგმის საფუძველზე.
ზოგადად, კანონმდებლობები, სამოქმედო გეგმები და ა.შ. ასეთი ტიპის პრობლემებს ნაკლებად გადაჭრიან. არსებობს გარკვეული პროგრესის პერსპექტივა, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ ოლიგარქების პრობლემა გადაიჭრას მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე“, -განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!